Friday, December 25, 2009

Sunday, December 20, 2009

1. პროექტის სახელი: „წყალი–სიცოცხლეა“
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა უნდა აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული შემთხვევა და შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.მაგ.,რომელიმე საწარმო მდინარეს აბინძურებს,მოსახლეობა მდინარის წყალს კი მიწის ნაკვეთების მოსარწყავად იყენებს,რამაც შეიძლება მოსავლიანობის შემცირება ან მოყვანილი პროდუქტის ხარისხიანობის გაუარესება გამოიწვიოს.
3. პროექტის სრული აღწერა:მოიძიეთ ინფორმაცია,საიდან ღებულობთ სასმელ წყალს;არსებობს თუ არა თქვენ საზოგადოებაში სუფთა წყლის პრობლემა;გაარკვიეთ,ვინ არის პასუხისმგებელი წყლის სისუფთავეზე;იყენებენ თუ არა საწარმოები თქვენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მდინარეს;რუკის საშუალებით გაარკვიეთ და მონიშნეთ სად ჩაედინება ეს მდინარე,თკვენსკენ რომელი ქვეყნიდან ან რაიონიდან მოედინება;რა სახის ნარჩენები ჩაედინება მასში.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მდინარის დაბინძურებას;რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.გასვლითი ღონისძიებების დაგეგმა,ინტერვიუს აღება,ფოტომასალის მოგროვება,მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-18
5. ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში/8-12 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის,კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაუბის უნდა-ჩვევის განვითარება.ნამუშევრების განთავსება ბლოგში ,ინტერვიუს აღება,პლაკატების დამზადება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს , შეისწავლის web2.0 ის სერვისებს. სადაც განათავსებს ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ;მოყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს;რა დადებით შედეგებს მოიტანს პროექტის განხორციელება,როგორ შეცვლის ის არსებულ"სტატუს-ქვოს".
8. სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი,გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას,ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.
9. სამუშაო ენა: ქართული ,რუსული, ინგლისური, ან სხვა (სურვილისამებრ).,
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას(მაგ:გეოგრაფია ,გარემოსმცოდნეობა,ქიმია,სამოქალაქო განათლება).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწკვეტად.პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს . ეროვნული სასწვლო გეგმის ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:
11.პროექტის ფასილიტატორი;aiten khsmamedova.
12.ელ.ფოსტა;aiten1986@gmail.com.